4 მოსამართლის დასანქცირების შემდეგ, ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საპარლამენტო ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის ჩანიშვნის მოთხოვნით მიმართა. მათი განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა ივნისიდან უკვე ინიცირებულია, ბიუროც გავლილი აქვს და ახლა კენჭისყრაზე გატანა სჭირდება.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 მოსამართლეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მთავარ მიზეზად მათი კორუფციული საქმიანობა სახელდება.
ოპოზიცია პრეზიდენტ ზურაბიშვილს შესაბამისი ოფიციალური მოთხოვნით, ორშაბათს მიმართავს.