
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთი, ცნობილი იყოს ვისი მხრიდან იქნა ინფორმაცია მიწოდებული, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, რასთან გვაქვს საქმე, ყველას გვაინტერესებს.
პარლამენტის წევრები როდესაც კარნახობდნენ სასამართლოს რა გადაწყვეტილებები უნდა მიეღო, იმ დროს არ ყოფილა ასეთი მძიმე გადაწყვეტილება გამოტანილი და ჩვენთვის საინტერესოა და ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ როგორ შეიძლება ეს აიხსნას. იქნება კონკრეტული საკითხები, რომლებზეც მოგვიწევს ჩვენ ყველას მსჯელობა და ეს საზოგადოების განხილვის საგნად იქცევა. ყველაფერს აქვს თავისი დრო, არსებობს რაღაც დიპლომატიური ეტიკეტი და თანამშრომლობა და ჩვენ ამ ეტიკეტს ვირჩევთ, რომ ჩვენ პარტნიორებთან გვქონდეს კომუნიკაცია და გავერკვეთ კონკრეტულ საკითხებში, ამის მიხედვით დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე.