დონბასში წარუმატებლობის გამო, რუსეთის თავდაცვამ გენერალი რუსტამ მურადოვი გაათავისუფლა- ბრიტანული დაზვერვა

გამოქვეყნდა:

რუსული არმიის წარუმატებელი მოქმედების შემდეგ, კრემლმა უმაღლეს გენერლებს შორის წმენდა დაიწყო. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, RBC-Ukraine წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, დიდი ალბათობით, გენერალ-პოლკოვნიკი რუსტამ მურადოვი უკრაინაში აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის (GRU) მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„ამჟამად ის არის ყველაზე მაღალი რანგის რუსი სამხედრო ოფიცერი, რომელიც 2023 წელს გაათავისუფლეს, მაგრამ ალბათ კიდევ იქნება გათავისუფლებები, რადგან რუსეთი დონბასში მიზნებს ვერ მიაღწევს“, - აღნიშნავს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

მურადოვი იყო ერთ-ერთი რომელიც უგლედარზე თავდასხმებს კოორდინირებდა. მურადოვის მეთაურობით რუსულმა ჯარმა განიცადა უკიდურესად მძიმე დანაკარგები ბოლო თვეებში.  გენერალ-პოლკოვნიკი გადაყენების მიზეზი წარუმატებლობის გარდა მისი სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან წამოსული მწვავე კრიტიკაც გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი