რეაქცია რაც ჩვენ ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური - აცხადებს აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი "მთავარი არხის" ეთერში, სანქცირებული მოსამართლის, ლევან მურუსიძის იმ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, სადაც მურუსიძე აშშ-ის საელჩოს მძიმე ბრალდებას უყენებს:
"რეაქცია რაც ჩვენ ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა სასამართლო სისტემასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, წლების მანძილზე ჩვენ ვეხმარებით საქართველოს გააუმჯობესოს ეფექტურობა, ტექნიკური უნარები მოსამართლეების, ვმუშაობთ მოსამართლეებთან. ბევრ მოსამართლეს შევხვედრივარ და ისინი არიან პროფესიონალები, კეთილსინდისიერი, ერთგული, რომ შეასრულონ თავისი საქმიანობა, აღასრულონ მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე. მათ ეს სურთ და მათ ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ეს ოთხი ადამიანი, დაფუძნებით სპეციფიურ ინფორმაციაზე, რაც ჩვენ გვქონდა, ხელს უშლიდა ამ მოსამართლეებს ამ თავის სურვილში. ეს არ არის პოლიტიკურ პარტიაზე, სასამართლო სისტემაზე ან ყველა მოსამართლეზე, ეს არის ოთხ კონკრეტულ პირზე, რომლებიც ხელისშემშლელები იყვნენ აშშ-ის კანონმდებლობთ, ჩართული იყვნენ კორუფციულ გარიგებებში, მათ არ აქვთ უფლება, რომ შემოვიდნენ აშშ-ში" ამბობს კელი დეგნანი.
კითხვაზე, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი და ხომ არ არის მოსალოდნელი "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები, პოლიტიკური თანამდებობის პირებიც დასანქცირდნენ, კელი დეგნანი ამბობს, რომ აშშ სანქციებს წინასწარ არ აანონსებს.
იხილეთ: