კანონი, რომელიც კრემლით იყო შთაგონებული, მიუღებელი იყო - დეგნანი რუსულ კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

ჩვენ ვიყავით ძალიან შეშფოთებული იმ ნაბიჯით, რაც იქნებოდა ძალიან საშიში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ყველა ქართველისთვის და იმ ორგანიზაციისთვის, ვინც ეხმარებიან სხვენს. მათ დაერქმეოდათ უცხო ქვეყნის აგენტი ჯაშუში - აცხადებს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

"მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას, დეგნანი ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ და ეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებშიც იგრძნობა. დეგნანი კიდევ ერთხელ უწოდებს აღნიშნულ კანონპროექტს "კრემლით შთაგონებულს" და პარალელს ავლებს რუსეთთან, სადაც მისივე თქმით, მსგავსმა კანონმა სამოქალაქო საზოგადოება მოკლა

"კანონი, რომელიც დაფუძნებული იყო კრემლზე, კრემლით შთაგონებული, მიუღებელი იყო. გამჭვირვალობა ამ ორგანიზაციებში არსებობს, საზღვარგარეთის დახმარება არის საკმაოდ გამჭვირვალე, ანგარიშები სამ თვეში ერთხელ წარდგინება სხვადასხვა უწყებებს, ასე, რომ არ ვფიქრობ, რომ ფინანსების გამჭვირვალობა იყო აქ საკითხი, მიზანი იყო ხმების ჩახშობის, სტიგმატიზაციის იმ ხალხის, ვინც საქართველოსთვის მუშაობს" ამბობს კელი დეგნანი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი