
აშშ-ის მოქმედი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მომავალ ელჩს ურჩევს რაც შეიძლება ბევრი იმოგზაუროს ქვეყანაში და ესაუბროს ხალხს. დეგნანი საკუთარი შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების შესახებ საუბრობს, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში მისიის დროს მიიღო და ამბობს, რომ საქართველო მხოლოდ თბილისი არაა:
"ჩემი რჩევა ახალ ელჩთან იქნება - იმოგზაურე ამ ქვეყანაში, ესაუბრე ხალხს ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანია შეიტყო სხვადასხვა წესების, კულტურის, ქართული სამზარეულოს შესახებ, იმ ხალხისა ვინც ცხოვრობს მაგალითად ზუგდიდში, თუშეთში, ლაგოდეხში, ფოთში... მთლიანად საქართველოში.
მე გავიგე და შევისწავლე ბევრი ამ მოგზაურობით და თავად ვიხილე ენერგია, შემოქმდებითობა ამ ხალხში და ძალიან დიდ ერთგულება რომ თავისი ქვეყანა წაიყვანონ წინ, განავითარონ, წაიყვანონ ევროპისკენ და ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველგან მეგობარი მყავს ამ ქვეყანაში, ყოველთვის ვგრძნობდი სტუმართმოყვარეობას, სითბოს, სადაც კი წავსულვარ და ეს დამეხმარა რომ გამეგო რომ ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ თბილისი და ეს ქვეყანა ძალიან ბევრია თბილისის გარეთ და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ყველა რეგიონის ხალხს და ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ხალხის ოცნებები ახდეს" თქვა კელი დეგნანმა "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას.