
სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ "არ ჰგონია, რომ სანქციები ემუქრებოდეს" . მან ქართველი მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეთანხმება საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებას:
"ჩემმა კოლეგა მინისტრმა, ბატონმა დარჩიაშვილმა გამოაქვეყნა თავისი პოზიცია განცხადების სახით და აბსოლუტურად ვეთანხმები მის შეფასებას...
უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის ქვეყანაა. [ვისაც ნანახი არ აქვს] იმას გული დაწყდება", - ამბობს ლილუაშვილი ჟურნალისტებთან.
ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ არსებობს სატელეფონი ჩანაწერები, თუ "რას ითხოვდა აშშ-ის საელჩო" ოცნების ხელისუფლებისგან, თქვა, რომ არ მოუსმენია, ხოლო კითხვას, უსმენს თუ არა სუს-ი დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს, არ უპასუხა.
იხილეთ: