აშშ-ის მოქალაქე არ შემოვუშვით, რადგან დაკავშირებული იყოს 7-8 მარტის აქციებზე, დესტრუქციული ჯგუფების დატრენინგებაში - ლილუაშვილი

გამოქვეყნდა:

სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოში არ შემოუშვეს აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქომინსის საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე "დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების, დატრენინგებასა და მათთვის მითითებების მიცემაში".

"ვადასტურებთ, რომ ამერიკის მოქალაქე, გვარად ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე... შეიძლება აკერმანზე უარეს საქმიანობასაც ეწეოდა. მე ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომლებიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს...მას შემდეგ რაც ის მხილებული იქნა იმ საქმიანობაში, რა საქმიანობითაც წარმოდგენილი იყო აქ. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე, დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების, ასე ვთქვათ, დატრენინგებასა და მითითებების მიცემაში და ასე შემდეგ... აკერმანიც რომ ცოცხალი ყოფილიყო და შემოსულიყო, არ შემოვუშვებდით, მას შემდეგ რაც მხილებული იყო იმაში, რა საქმიანობითაც იყო დაკავებული“ - განაცხადა ლილუაშვილმა

სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის საელჩო მათი მოქალაქის საქართველოში არშემოშვებაზე მათ არ დაკავშირებია - „ალბათ თვითონაც [აშშ-ის საელჩომ] კარგად იციან, რატომაც არ შემოვუშვით”.

მისივე თქმით, ვერ იტყვის მოსამართლეების დასანქცირება პირდაპირ კავშირშია თუ არა ქომინსის არ შემოშვებასთან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი