ხელისუფლება კელი დეგნანს ჩანაწერებით ემუქრება | აშშ-ის ელჩის პასუხი "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

მუქარა და შანტაჟი არის მთავარი პასუხი ქართული ოცნებისგან. მაშინ როდესაც შეერთებული შტატები ქართული სასამართლო სისტემის გადარჩენას ცდილობს, დასანქცირებული მოსამართლეები და ხელისუფლების წევრები მთავარ პარტნიორს პირადი საუბრებისა და სხვადასხვა ფაქტების გასაჯაროებით აშანტაჟებენ.

სანქციების მთავარი ადრესატი და პარტიის მთავარი ფიგურა, ივანიშვილის კლანის ორი ყველაზე ოდიოზური წარმომადგენელი - ლევან მურუსიძე და ირაკლი კობახიძე ფაქტობრივად მსგავსი გზავნილებით ცდილობენ თავის გადარჩენას.

რა სატელეფონო საუბრებზე და მაკომპრომეტირებელ ფაქტებზეა ლაპარაკი გაურკვეველია, თუმცა ელჩმა დეგნანმა ორივეს ღიად და გასაგებად უპასუხა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოში მხოლოდ ერთი მიზანი აქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი