
რუსეთის პატრიარქმა კირილ გუნდიაევმა ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში "მთავარი სამხედრო მღვდლის" ახალი თანამდებობა წარადგინა და ამ პოსტზე დეკანოზი დიმიტრო ვასილენკოვი დაინიშნა.
როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ვასილენკოვი პასუხისმგებელი იქნება რუსი სამხედროებისა და უშიშროების ძალების სულიერ ხელმძღვანელობაზე, რომლებიც უკრაინაში საბრძოლო ზონაში იმყოფებიან.