
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და ქალაქ რენში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო მსვლელობაზე სპეცრაზმმა დემონსტრანტების განეიტრალების მიზნით, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
პროტესტის მონაწილეებმა პარიზში, მთავარ აეროპორტთან საავტომობილო მოძრაობა შეაფერხეს. ასევე, ცეცხლი წაუკიდეს კაფეს, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტი ხშირად დადიოდა.
აღსანიშნავია, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქვეყნის პრემიერმა, ელისაბედ ბორნმა სადავო საპენსიო კანონის გაუქმებაზე უარი თქვა.
ცნობისთვის, კანონის მიხედვით, საპენსიო ზღვარი ახლა 62 წლის ნაცვლად, 64 წლიდან განისაზღვრება.