
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მოსამართლეების სანქცირებაზე ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე, რადგან მათ გააკეთეს ის, რასაც ამერიკის კანონი მოითხოვს.
"სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა, მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანები ჩარეული არაინ კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი, მოთხოვნა და ვალდებულება, განვახორციელოთ ეს ქმედება, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებას, შეუძლია თუ არა შევიდეს აშშ-ში. სავიზო სანქციები არ აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს ამერიკაში შესვლის. ეს დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო და ამერიკის კანონი გვთხოვს, რომ როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ" - თქვა დეგნანმა "იმედის" ეთერში.
ცნობისთვის, 5 აპრილს ამერიკამ 4 ქართველ მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა. სანქცირებულებს შორის ერთი, ვალერიან ცერცვაძე ამჟამად უკვე ყოფილი მოსამართლეა. გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო" მიიღო. შეზღუდვა შეეხება მათ ოჯახის წევრებსაც.