მედია: შვედეთის მთავრობამ თურქეთს ბრალდებულის ექსტრადაციაზე უარი უთხრა

გამოქვეყნდა:

თურქული მედიის ინფორმაციით, შვედეთის მთავრობამ თურქეთს ტერორიზმში ბრალდებული კაცის ექსტრადიციაზე უარი განუცხადა.

მედია წერს, რომ შვედეთის მოქალაქე კაცი თურქეთში "შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის" 
წევრობაშია ეჭვმიტანილი. მისი ექსტრადაციის შესახებ თურქეთმა მოთხოვნა 2022 წლის ნოემბერში გააგზავნა.

გასულ კვირას კი შვედეთის მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ კაცის ექსტრადირება ვერ მოხერხდება. 

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც შვედეთმა 2022 წლის მაისში NATO-ს წევრობაზე განაცხადი შეიტანა, თურქეთმა არაერთხელ მოსთხოვა შვედეთს ტერორიზმში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანის მთავრობისთვის გადაცემა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი