დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, გაუქმდეს მედიის საწინააღმდეგო წესი, ჟურნალისტებს აღუდგეთ აკრედიტაცია - ოპოზიციის დეპუტატები

გამოქვეყნდა:

კრიტიკული მედიების წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე პარლამენტში ბრიფინგი გამართეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. დეკანოიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერება ზუსტად ნიშნავს იმას, რომ მოქმედებს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის წესი.

"მე მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო რამდენად საშიში ფაქტი მოხდა გუშინ და რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში, წარმომადგენლობით ორგანოში, რომელიც უნდა იყოს ნამდვილად დემოკრატიისთვის სამაგალითო. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში კრიტიკული შეკითხვების დასმის გამო, უმრავლესობისთვის, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების წევრებისთვის აკრედიტაცია შეუჩერდა "ფორმულას" ჟურნალისტს, ასევე, გუშინ, უმრავლესობის წარმომადგენლისთვის კრიტიკული შეკითხვის დასმის შემდეგ აკრედიტაცია შეუჩერდა მთავარი არხის ჟურნალისტსა და ტვ პირველის ჟურნალისტს, ეს არის ძალიან საშიში გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც პრაქტიკულად საქართველოს პარლამენტი გადაქცეულია ჩაკეტილ, ყველაზე უფრო გაუვალ სფეროდ მათ შორის ჟურნალისტებისთვის, უმრავლესობის წარმომადგენლები პრაქტიკულად შერჩევით აძლევენ კომენტარს, იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ ისინი არ დადიან კრიტიკულ მედიაში", - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

დეპუტატები ითხოვენ დაუყოვნებლივ გაუქმდეს წესი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, დაუბრუნდეს აკრედიტაცია ყველა იმ ჟურნალისტს, რომელსაც შეჩერებული აქვს დღეს აკრედიტაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი