სხვადასხვა პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უერთდებიან

გამოქვეყნდა:

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები 9 აპრილს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას უერთდებიან. ამ თემაზე მათ განცხადება ცოტა ხნის წინ პარლამენტთან გააკეთეს.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ 7-10 მარტის მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველოს "რუსული ოცნება" მართავს. მათი თქმით, დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაც რუსული სტილის ნათელი გამოვლინებაა. 

"მინდა მივმართო ჩემ თანატოლებს, ახალგაზრდებს, სტუდენტებს და არასტუდენტებს, 9 აპრილს, ჩვენთან ერთად დგომა 17:00 საათზე არის ღირსების ამბავი, ჩვენ, ვისაც გვინდა და გვაინტერესებს რა იქნება ხვალ, ვისაც გვაინტერესებს რა იქნება და როგორი იქნება საქართველოს მომავალი", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი