თბილისის მერიის განცხადებით, ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მეტრო "ისნის" მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. სამუშაოების მიზანი უსაფრთხოების კუნძულების მოწყობაა.
შეზღუდვა 7 აპრილის 22:00-დან 10 აპრილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.
მერიის ცნობით, ავლაბრის მოედნიდან მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ლეხ კაჩინსკის ქუჩის გავლით, შემდეგ მარჯვნივ მოხვევით, გადაინაცვლებს აწყურის ქუჩაზე, გაივლის ვაჟა ჩაჩავას ქუჩას, გადაჭრის ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს და მარცხნივ მოხვევით, გზას დადგენილი მარშრუტით გააგრძელებს ქეთევან დედოფლის გამზირზე.
ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მოძრაობს დიდი და პატარა ლილოს, ნავთლუღი 2-ისა და აფრიკის დასახლებებისა, ასევე, სოფელ წინუბნისკენ, მეტროსადგურ „ისანთან“ არსებულ გზაჯვარედინზე მარცხნივ მოხვევით, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმართულებით გადაადგილდება, რის შემდეგაც, გზას არსებული სქემით გააგრძელებს.
შეზღუდვის პერიოდში, N371 ავტობუსი კახეთის გზატკეცილიდან აწყურის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს, შემდეგ, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გავლით, დაუკავშირდება ნავთლუღის ქუჩას და მოძრაობას უკვე დადგენილი სქემით შეძლებს.