სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრი არ მომწონს - სარჯველაძე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციას უკვე აქვს საკმარისი ხმები იმისთვის, რომ ორშაბათს პრეზიდენტს მიმართო რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნისთვის. დეპუტატებს სურთ სხდომა სასამართლო სისტემაში კორუფციის და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ჩაინიშნოს.

"ქართულ ოცნებას" ერთიანი პოზიცია არ გაუჟღერებია უჭერს თუ არა მხარს კომისიის შექმნას. დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ ინიციატივას არ მიესალმება:

"თუკი რაიმე სასანქციო პირობა არსებობს, ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, საზოგადოება უფლებამოსილია ჰქონდეს ინფორმაცია. მხოლოდ ღია წყაროებით გასული ინფორმაცია სადაც ჩვენ ვისმენთ, მაგალითად NGO-ების კრიტიკას ცალკეული მოსამართლეების მიმართ, ან პრობლემების შესახებ რომელიც შეიძლება არსებობდეს სასამართლო ხელისუფლებაში, ასე მშრალად მითითება საკმარისი არ იქნება. 

რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რომ საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდეს, მე სიმართლე გითხრათ, ეს აზრი არ მომწონს. პარლამენტი არ არის ალბათ ის ადგილი, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების კონკრეტული თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე იმსჯელოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ეს ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ დააკნინებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს", - თქვა სარჯველაძემ.

 

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხი ქართველი მოსამართლე დაასანქცირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი