
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ბახმუტში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს.
მათივე ინფორმაციით, რუსული ძალების წინსვლა ბახმუტში 2023 წლის მარტის შემდეგ შეჩერებული იყო, თუმცა ბოლო დღეებში მათ იმპულსი დაიბრუნეს ქალაქისთვის ბრძოლაში.
დაზვერვა წერს, რომ დიდი ალბათობით, რუსებმა ქალაქის ცენტრამდე მიაღწიეს და ახლა მდინარე ბახმუტკას დასავლეთ სანაპირო დაიკავეს. ამის გამო კი, ქალაქის დასავლეთით, უკრაინის არმიის მომარაგების მნიშვნელოვან მარშრუტს საფრთხე ემუქრება.
"რუსულმა რეგულარულმა ძალებმა, დიდი ალბათობით, სადესანტო ჯარისკაცების დახმარებით, გაამაგრეს ტერიტორია და იქ არტილერიას უფრო ეფექტურად იყენებენ", - წერს ბრიტანული დაზვერვა.
მათივე ცნობით, რეალისტური შესაძლებლობაა, რომ ლოკალურად ვაგნერის დაჯგუფებისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული გაუგებრობა დროებით შეჩერდა და მათ თანამშრომლობა გააძლიერეს.