პარლამენტში მოქმედი წესი პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი ხერხია - "დროა" ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს

გამოქვეყნდა:

პარტია "დროა" სოლიდარობას უცხადებს კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, რომლებსაც პარლამენტში აკრედიტაცია შეუჩერეს. საქმე ეხება "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.

"დროა" აცხადებს, რომ პარლამენტში მიღებული ახალი წესი არის კრიტიკულ მედიაზე თავდასხმის და პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი ხერხი ხელისუფლების ხელში.

"პარლამენტის აპარატის თქმით, მათ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის ახალი წესები დაარღვიეს ანუ არ შეწყვიტეს კითხვების დასმა, როცა რესპონდენტს მათზე პასუხი არ მოუნდა.

ეს არის კრიტიკულ მედიაზე თავდასხმის და პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი ხერხი ხელისუფლების ხელში. იმ დროს, როდესაც „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და იქ მომუშავე ადამიანები გამუდმებული წნეხის, ფიზიკური თუ სამართლებრივი დევნის ქვეშ არიან, მნიშვნელოვანია, ჩვენი, მოქალაქეების მათ გვერდით დგომა.

სიტყვის თავისუფლება, განსხვავებული და კრიტიკული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქის უმნიშვნელოვანესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის უნდა დავიცვათ!" - წერია განცხადებაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი