
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დადებითი ნაბიჯი საქართველოსთვის, და შესაძლებლობა და შანსი, რომ მოხდეს რეაგირება და გაეცეს პასუხი იმ კორუფციის ბრალდებებზე, რაც არსებობს სასამართლო სისტემაში და ეს არის შანსი საქართველოსთვის წარმოადგინოს მტკიცე ერთგულება, რომ დააფუძნოს რეალურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა"
განაცხადა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად შეუშლის თუ არა მოსამართლეების სანქცირება ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებას.