
პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ხორციელდება კეთილმოწყობითი სამუშაოები და მიმდებარედ სკვერის მოწყობაა დაგეგმილი. განმარტება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ადმინისტრაციის შენობასთან რკინის კონსტრუქციები და სამშენებლო მასალები მიიტანეს.
"სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლება", - ამბობენ მთავრობის პრესსამსახურში.
თავდაპირველად ფოტოები მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელდა.