ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის სოფელი დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით,  რუსმა ოკუპანტები ხარკოვის ოლქის სოფელი ბორისივკა დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

"მტერი აგრძელებს ხარკოვის რაიონის სასაზღვრო ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობაში. დღეს, დაახლოებით 14:30 საათზე, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს ხარკოვის რაიონის სოფელი ბორისივკა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 39 წლის მშვიდობიანი მოქალაქე" - წერს სინეგუბოვი 

ცნობისთვის, გასულ ღამეს რუსებმა სარაკეტო არტილერიით, ნაღმტყორცნებითა და სხვა იარაღებით დაბომბეს ხარკოვის, კუპიანსკის, ჩუგუივისა და ბოგოდუჰივის ოლქების სასაზღვრო დასახლებები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი