
პრემიერმინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო კავკასიის და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის ისტორიულ პროექტს.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.