რუსეთში დაკავებულ WSJ-ს ჟურნალისტს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

გამოქვეყნდა:

The Wall Street Journal-ის  ჟურნალისტს ევან გერშკოვიჩს, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. კრემლი მას ჯაშუშურ საქმიანობას ედავება. 

ბრალდების მიხედვით, 32 წლის გერშკოვიჩმა, ამერიკული მხარის მითითებით, შეაგროვა ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი 30 მარტს ეკატერინბურგში დააკავეს. WSJ-მ უარყო გერშკოვიჩის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი