
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის, რუსი სამხედრო ტყვეების ჩაბარების პროგრამის წარმომადგენლის ვიტალი მატვიენკოს ინფორმაციით, მარტში გაორმაგდა იმ რუსი ოკუპანტების რაოდენობა, რომლებსაც ჩაბარება სურთ.
"მე მინდა ვიცხოვრო" ფარგლებში, 2023 წლის მარტში 3000-ზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. ეს გაორმაგებულია წინა თვესთან შედარებით" - აცხადებენ უწყებაში
მთავარი სადაზვერვო სამმართველო მიიჩნევს, რომ ეს უკრაინის კონტრშეტევის დაწყების მოლოდინით არის განპირობებული.