ამხილა თუ არა კლანი ყოფილმა კოლეგამ? - რ2-ის საქმე, თვითმკვლელობამდე მისული მოსამართლე და ინტერვიუ არქივიდან

გამოქვეყნდა:

ისტორიაში პირველად 4 მოსამართლე შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ მოექცა, სასამართლო კლანის ლიდერების დასანქცირება რომ ოცნებისთვის პოლიტიკური ნოკდაუნია ამას მმართველი პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუც ადასტურებს, კობახიძემ ნებსით ან უნებლიედ სანქციების დაკისრების მიზეზები თავად გათქვა.

რუსთავი 2-ის საქმე ნამდვილად რჩება ერთ-ერთ ყველაზე მძიმე საქმედ ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, სავარაუდოდ ივანიშვილის სასამართლო კლანის ჩამოშლაც სწორედ იმ დროინდელ რუსთავი2-ს უკავშირდება, ხალხის ტელევიზიის მისატაცებლად ივანიშვილი ყველაფერზე წავიდა, ეს ყველაფერი კი პროცესის მონაწილეებმა გათქვეს, ზოგმა პირდაპირ ზოგმა ირიბად, თუმცა ჩნდება განცდა რომ სასამართლოდან წლების წინ წასული ვალერიან ცერცვაძე სწორედ ამ საქმის გამო მოყვა სანქციების ქვეშ.

ინტერვიუ არქივიდან ამ ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს, მოსამართლე ბესარიონ ალავიძე რუსთავი ორის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგიისა და დიდი პალატის წევრიც იყო, ინტერვიუში ყოფილი მოსამართლე არ აკონკრეტებს რა საქმეზე მოითხოვდა მისგან კლანი შესაბამისი განაჩენის გამოტანას თუმცა ამბობს, რომ ზეწოლა, შანტაჟი და მუქარა მის წინააღმდეგ ქუჩური მეთოდებით ხორციელდებოდა.

ამ საქმის დროს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე იყო, კლანის წევრი და ოცნების მთავარი საყრდენი, ყოფილი მოსამართლე არ ასახელებს პირებს, რომლებიც ქუჩური მეთოდით საქმეს ურჩევდნენ, თუმცა ის რაც არ თქვა ბესარიონ ალავიძემ თქვა სოსო გოგაშვილმა. გისოსებს მიღმა მყოფი სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი ინტერვიუს გამოეხმაურა და დაადასტურა სუსის მონაწილეობა რუსთავ ორის საქმეში.

იყო თუ არა მიხეილ ჩინჩალაძის და ივანიშვილის შუამავალი ბესარიონ ალავიძესთან  სანქცირებული ვალერიან ცერცვაძე ეს უცნობია, თუმცა ფაქტია რომ ივანიშვილის, კლანისა და სუსის ზეწოლა ალავიძეზე იმდენად დიდი იყო რომ, ყოფილმა მოსამართლემ თვითმკვლელობაც კი სცადა, გავრცელებული ცნობით თვითმკვლელობამდე მისული მოსამართლის დასამშვიდებლად საქმეში კლანის კიდევ ერთი ლიდერი სანქცირებული ლევან მურუსიძე ჩაერთო, ამ ინფორმაციას მურუსიძე კატეგორიულად უარყოფს, ამტკიცებს რომ ალავიძე არ გადაურჩენია რადგან მასზე ზეწოლა არ ყოფილა.

ყოფილმა მოსამართლემ კლანის, სუსისა და ივანიშვილის პირად ზეწოლას თავი უვნებლად დააღწია და ბევრი მნიშვნელოვანი დეტალიც გათქვა, თუმცა არა სრულად. ჩნდება განცდა რომ ბესარიონ ალავიძემ კლანის ნაწილის დასანქცირებაში მთავარი როლი ითამაშა და დეტალურად მოუყვა ამერიკელ დიპლომატებს როგორ აშანტაჟებდა მთელი სახელმწიფო მანქანა რუსთავი ორის საქმეზე, ამხილა თუ არა ყოფილმა მოსამართლემ კლანი? კითხვა მის უფლებადამცველებს დავუსვით.

ის რომ ბესარიონ ალავიძის მდგომარეობა ზეწოლის შედეგად უმძიმესი იყო ადასტურებს მისი ადვოკატიც, სახელმწიფო მანქანა მზად იყო რუსთავი ორის წასართმევად ადამიანის სიცოცხლე მოესპოთ.

კლანის მართვის სტილი და მიდგომა არახალია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრებისთვის,ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს რომ კლანს აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება რომლითაც ახერხებს დაიმორჩილოს მოსამართლეები, შანტაჟი, ზეწოლა მუქარა და მატერიალური სარგებელი, ესაა იმ პრივილეგიათა მცირე ჩამონათვალი რომლითაც აწ უკვე სანქცირებული კლანის ბოსები მოქმედებდნენ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი