რამადანის დაწყებასთან დაკავშირებით, უკრაინამ რუსეთს მუსლიმი სამხედრო ტყვეების გაცვლა შესთავაზა - რუსეთი უარზეა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩევლის, დარია ზარივნას ინფორმაციით, რამადანის დაწყებასთან დაკავშირებით, უკრაინამ რუსეთს მუსლიმი სამხედრო ტყვეების გაცვლა შესთავაზა, მაგრამ რუსეთმა შეთავაზებაზე უარი თქვა.

"ჩვენ გამოვედით წინადადებით, რომ გავცვალოთ მუსლიმები  ორივე მხრიდან, მათი კულტურისა და ტრადიციების პატივისცემის ნიშნად. თუმცა სამწუხაროდ, რუსულმა მხარემ ეს იდეა ენთუზიაზმის გარეშე მიიღო", - თქვა ზარივნამ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი