
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთს მოუწოდა, რომ დაარწმუნოს რუსეთი, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს.
"უპირველეს ყოვლისა, სამშვიდობო იდეები, რომლებიც ჩინელებმა დადეს მაგიდაზე - და ზოგიერთი მათგანი მართლაც პოზიტიურია - ასახავს იმას, რასაც ჩინეთი, ისევე როგორც ბევრი ჩვენგანი, დიდი ხანია ლაპარაკობს", - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა
მისივე თქმით, ჩინეთმა ყურადღება უნდა გაამახვილოს რუსეთის დარწმუნებაზე, რომ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დააბრუნოს ძალით მიტაცებული ტერიტორია.