
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყირიმის დეოკუპაცია გარდაუვალია. ზელენსკის თქმით რუსეთის მცდელობა დაემონებინა უკრაინა და ცივილიზებული ევროპა, სწორედ ყირიმის ოკუპაციით დაიწყო.
"ყირიმის მიწაზე, რუსული დროშის ქვეშ სუფევს ბოროტება, დამცირება, რეპრესიები, მკვლელობები, ომი, მაგრამ იქ, სადაც ბოროტების გზა დაიწყო, იქ ველოდებით გამარჯვებას, გამარჯვებას ამ ბოროტებაზე. ყირიმის დეოკუპაცია ერთადერთი ვარიანტია. შეუცვლელია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ამაში დარწმუნებული ვარ" - თქვა ზელენსკიმ
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის განთავისუფლება აუცილებელია მსოფლიო წესრიგისთვის, რომელიც დაფუძნებულია კონვენციებსა და გაეროს წესდებაზე და არა "მკვლელების, მოძალადეების, მძარცველების დანაშაულებრივ ჩვევებზე, რის გავრცელებასაც რუსეთი ცდილობს"