
აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ 2021 წლის აპრილში დაწესებული სანქციები კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა.
შესაბამისი დოკუმენტი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
2021 წლის 15 აპრილს აშშ-მ 10 რუსი დიპლომატი გააძევა და ახალი სანქციები დააწესა რუსეთის წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევისა და კიბერაქტივობის გამო. ასევე შეზღუდა თანამშრომლობა რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებთან.
ეს იყო აშშ-ის პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს.