"საზღვარი" 9 აპრილს, თბილისში დაგეგმილი აქციის გამო ჩავკეტეთ - სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის "უფროსის", რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, ენგურის ხიდის დაკეტვა, თბილისში მოსალოდნელ საპროტესტო აქციებს უკავშირდება. საუბარია 9 აპრილის აქციაზე:

„აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე საქართველოსთან, მდინარე ენგურის გასწვრივ გადაადგილების დროებითი შეზღუდვები დაწესდა 9 აპრილთან დაკავშირებით, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის." ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსული მედიით ვრცელდება. 

შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ცალმხრივად დღეს ჩაკეტა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი