
ისრაელში, თელ-ავივში, ტერაქტს 1 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. ცნობილია, რომ დაღუპულია 36 წლის იტალიელი ტურისტი.
ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტერორისტი ავტომანქანით ხალხმრავალ ადგილას მიზანმიმართულად შევარდა. პოლიციელმა, რომელიც ინციდენტს შეესწრო ტერორისტს ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.