პანკისელი ახალგაზრდები დუისში მომხდარი ინციდენტის სწრაფად გამოძიებას მოითხოვენ

გამოქვეყნდა:

პანკისში მცხოვრები ახალგაზრდები ხეობაში მომხდარი ინციდენტის დროულ გამოძიებას ითხოვენ. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის და ჟურნალისტის სულხან ბორძიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი, რომ არ დაზიანდეს დაზარალებული ოჯახის ინტერესები. მისივე შეფასებით, სახელმწიფო და სამართალდამცავი სტრუქტურები ამ კუთხით, ხშირად სათანადოდ არ რეაგირებენ, მათი ასეთი ქმედება კი დანაშაულებრივი ფაქტების გახშირებას უწყობს ხელს.

ძალიან მნიშვნელოვანია, სამართალმდაცავებმა გამოძიება სრულყოფილად ჩაატარონ, განსაკუთრებით ისე, რომ დაზარალებულების ოჯახი დარწმუნებული იყოს, რომ გამოძიება სამართლიანად ჩატარდა, ამის შემდეგ ვფიქრობ, რომ კონკრეტულ ქეისზე უფრო ადვილი იქნება რაღაცეების გაკეთება, თუნდაც შერიგება, - ამბობს სულხან ბორძიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პანკისში, გუშინ, 28 ივლისს, გვიან ღამით მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. დუისში ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. გამოძიება დაწყებულია მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარების ბრალდებით არის დაწყებული, სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუკავებიათ. 

მურად ქავთარაშვილი დაკავშირებულია 2019 წელს მომხდარ სისხლიან გარჩევასთან, რომლის დროსაც 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს. მაშინ ქავთარაშვილი ფეხში დაიჭრა. უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი შურისძიებას. ჯერჯერობით დაუდგენელია, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა და თავდასხმის მოტივიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი