
როდესაც ჩვენი სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო ხელისუფლების კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ სანქციების გამოყენება ხდება, ან როგორც არ უნდა დავარქვათ ამას, ფაქტია, რომ რაღაც მათი გადაცდომების გამო - ასე ამბობენ ამ სანქციების ავტორები, ხდება მათთვის არახელსაყრელი ზომების გამოყენება. ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს პასუხები ისეთ კითხვებზე, რომელიც დაიბადა ამ გადაწყვეტილების მიღების დროს.
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.