დედა სიდონია უკრაინაში ჩავიდა და მიტროპოლიტ ეპიფანეს შეხვდა

გამოქვეყნდა:

დედა სიდონია უკრაინაში ჩავიდა, სადაც ავტოკეფალიური ეკლესიის პირველ იერარქს მიტროპოლიტ ეპიფანეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედა სიდონია Facebook გვერდზე ავრცელებს.

"დღეს, პირველად შევხვდი უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის პირველ იერარქს, მიტროპოლიტ ეპიფანეს.

ძალიან გახარებული ვარ, რომ ამ მძიმე დროს მისგან საოცარი სითბო, ნუგეში, სიძლიერე და იმედი ვიგრძენი!

მქონდა შეგრძნება რომ გმირს შევხვდი, და ასეცაა, უკრაინის ეკლესიის რუსეთისგან გათავისუფლების მთელი სიმძიმე მან იტვირთა!

მადლობა ყველა მათ, ვისი იდეა და ორგანიზებულიც იყო ეს ვიზიტი და შეხვედრა!", - წერს დედა სიდონია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი