
სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარედ გიორგი ვაშაძე აირჩიეს - პარტიის რიგით მეოთხე ყრილობა ცოტახნის წინ დასრულდა.
თავმჯდოამარესთან ერთად დღევანდელ შეკრებაზე განახლებული პოლიტიკური საბჭო და წესდება დაამტკიცეს.
"მთავარი არის ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებაში მყოფი რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალა "ქართული ოცნების" სახით, ყვეკაფერს აკეთებს, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი",- თქვა ვაშაძემ.
პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაა და ისინი გააგრძელებენ პარტნიორ პარტიებთან თანამშრომლობას.