მზადება 9 აპრილის აქციისთვის - ენმ-ის წევრებმა რუსთაველზე საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს

გამოქვეყნდა:

დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, 9 აპრილის კამპანიის ფარგლებში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე 9 აპრილის საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობა აქციაზე მიიწვიეს. მათი თქმით, ხვალ, 9 აპრილს, 17:00 საათზე უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რათა საქართველო არ დაბრუნდეს რუსულ ჭაობში;

"ჩემს ყველა მეგობართან ერთად მივდივარ 9 აპრილს ჩვენი ევროპული არჩევანის დასაცავად, პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე იყოს თანამედროვე, სწორი და სამართლიანი ადგილი, ამიტომ, გიწვევთ ყველას მობრძანდეთ 9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე. - განაცხადა ლევან მეტრეველმა.

ენმ-ის წევრები ამბობენ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე და რაც უფრო მკაფიოდ გამოხატავს თავის სურვილს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, თავისუფალი ქვეყანა, მით უფრო მალე მივაღწევთ დასახულ მიზანს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი