
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში ვარცხნილობის იძულებით შეცვლის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილი „გ“ ქვეპუნქტით.
„სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილი გ ქვეპუნქტით, გამოძიება დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. ეს გამოძიება პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისისთვის საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ვარცხნილობის შეცვლას უკავშირდება“, - განაცხადა ადვოკატმა, თათია მანეჟაშვილმა [IPN].
ლაზარე გრიგორიადისისთვის მისი ნების საწინააღმდეგოდ თმის გადაპარსვის შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა 3 აპრილს გაავრცელა. პენიტენციურმა ბრალდება უარყო.