"ალბათ, იყო გათვლა, რომ კარგი მოსამართლეები გამოვიდოდნენ და ჩაგვქოლავდნენ ცუდ მოსამართლეებს" - გვრიტიშვილი 

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში აშშ-ის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ შეიძლება იყო გათვლა, რომ  " ბზარი გაჩნდებოდა სასამართლო კორპუსში". 

„ვინმეს შეიძლება, ამაზე ჰქონდა გათვლა, რომ ვიღაცას შეიძლება, შეშინდებოდა, ბზარი გაჩნდებოდა სასამართლო კორპუსში. ეს დაყოფა უკვე არახალია, იგივე ელჩისგან, თურმე სასამართლო სისტემაში არსებობენ „ცუდი“ და „კარგი მოსამართლეები“. ალბათ იყო გათვლა იმაზე, რომ კარგი მოსამართლეები გამოვიდოდნენ და ჩაგვქოლავდნენ ცუდ მოსამართლეებს. ეს არ მოხდა და არც მოხდება",- თქვა გვრიტიშვილმა. 

გვრიტიშვილის თქმით, ისინი ამ "უპრეცედენტო შტურმს" მარტო ვერ გაუმკლავდებოდნენ, რის გამოც დასახმარებლად პრემიერს მიმართა. 

"გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე ასეთი უპრეცედენტო შტურმი ჯერ არ ყოფილა, წლების განმავლობაში ჩვენ მივეჩვიეთ სხვადასხვა სუბიექტის ჩართულობით მიმდინარე ორკესტრირებულ კამპანიას. თუმცა ის, რომ საელჩო გამოსულიყო კულისებიდან და უშუალოდ თვითონ ჩადგომოდა შეტევას სათავეში, მოსამართლეები კორუმპირებულად გამოეცხადებინა და დაესანქცირებინა, ასეთი არ ყოფილა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ მარტო შეიძლება, გავიჭირდეს ამ შემოტევის გაკლავება და ვითხოვთ დახმარებას პრემიერისგან, რომელიც არის ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი და უპირველესი პასუხისმგებელი პირი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაზე.

შეგახსენებთ, რომ  სახდეპმა მოსამართლე ჩინჩალაძე, მურუსიძე, შენგელია და ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა როგორც ცნობილია, აშშ-ში შესვლა მათ და მათი ოჯახის წევრებსაც აეკრძალათ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი