კანცელარიის წინ სკვერის მშენებლობა მერიის ნებართვის გარეშე დაიწყო

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციამ კანცელარიასთან სკვერის მოწყობა ისე დაიწყო რომ მერიისგან ოფიციალური ნებართვა ჯერ არ აქვს. კახა კალაძე განმარტავს, რომ მოთხოვნაზე მომდევნო დღეების განმავლობაში იქნება მსჯელობა  და გადაწყვეტილებას განხილვის შემდეგ მიიღებენ.

"მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან შემოსული იყო განცხადება ნებართვაზე პირველი კლასის მშენებლობაზე, რაც არის ლანდშაფტური სივრცის მოწყობა. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში განვიხილავთ ამას და შესაბამისი პასუხიც იქნება დაბრუნებული. როგორც გითხარით, საუბარია სკვერის მოწყობაზე, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან თანხმობა იქნება გაცემული და ამის შემდეგ დაიწყება სამუშაოები“, - აცხადებს კალაძე

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის წინ მერიამ მოულოდნელად სკვერის მოწყობა დაიწყო, რის გამოც მიმდებარე ტერიტორია შემოღობა. ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მიმდინარე სამუშაოები 21 წლის დაკავებული აქტივისტის მხარდამჭერ აქციას უკავშირდება. აქცია, რომელიც ერთი კვირით ადრე დაიგეგმა, სწორედ კანცელარიასთან უნდა გამართულიყო. 

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე სამუშაოების გამო, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია დღეს, 8 აპრილს, 20:00 საათზე პარლამენტთან გაიმართება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი