რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ღობეს აშენებენ და დახურულ პერიმეტრს აფართოებენ

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციული შენობის მისადგომებთან დამატებით ღობეს აშენებენ და დახურულ პერიმეტრს აფართოებენ. 

"ენერგოატომის" ინფორმაციით, ამიერიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები სადგურთან პირდაპირ არ მივლენ და გზის ნაწილს ფეხით გაივლიან.

რუსებმა მშენებლობის სამუშაოები უკვე დაიწყეს. 

შეგახსენებთ, ატომური ელექტროსადგური და ქალაქი ენერგოდარი, სადაც ის მდებარეობს, ამჟამად რუსეთს აქვს ოკუპირებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი