მოლდოვაში, კიშინიოვიდან კიევისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ამობრუნდა

გამოქვეყნდა:

მოლდოვაში, კიშინიოვიდან კიევისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ამობრუნდა.

როგორც მოლდოვური გამოცემა Newsmaker იტყობინება, შემთხვევა დღეს, დაახლოებით 9:40 საათზე დროკოვის რაიონში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში 9 უცხო ქვეყნის მოქალაქეა გადაყვანილი. ავტობუსში სულ 21 ადამიანი იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ხეს შეეჯახა, შემდეგ კი თხრილში ჩავარდა. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ შემთხვევა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი