მოლდოვის საზღვარზე დააკავეს კაცი, რომელსაც უკრაინიდან წმინდანების ნაწილები და საეკლესიო ნივთები გაჰქონდა

გამოქვეყნდა:

მოლდოვის საზღვართან, ტაბაკის საგუშაგოზე დააკავეს კაცი, რომელიც უკრაინიდან 80 წმინდანის რელიქვიისა და სხვა საეკლესიო ნივთების გადატანას ცდილობდა, - ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. 

იზმაილის რაზმის მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს ნივთები, რომლებსაც, სავარაუდოდ, კულტურული და ისტორიული ღირებულება აქვს. ტაბაკის საგუშაგოზე „ვოლვოს“ სატვირთო მანქანის სალონის დათვალიერებისას, მესაზღვრეებმა და მებაჟეებმა აღმოაჩინეს კიდობანი, რომელშიც იყო სიწმინდეები იყო. 80 წმინდანის რელიქვია, ხატი და ტაძრის ტრიბუნა“, - წერს პრესსამსახური.

არსებული ინფორმაციით მოლდოვას მოქალაქეს, ოდესელი მეგობრის დავალებით, ყველა ნივთი საზღვარზე უნდა გადაეტანა და ქალაქ ვულკანესტის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიისთვის გადაეცა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი