სახლები, აპარტამენტები, სამკაულები, ავტომობილები, ბიზნესკომპანიები - როგორ გამდიდრდა კლანი?

გამოქვეყნდა:

ქუჩური წესებით საქმის გარჩევა, კაბინეტებში დაბარება, ხმამაღალი ტონით ლაპარაკი და მუქარა. ასე იხსენებს ერთ-ერთი ყოფილი მოსამართლე სასამართლო კლანის საქმიანობას. იმ კლანის წევრების, რომლებთან დაკავშირებითაც სახელმწიფო დეპარტამენტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და დაასანქცირა. 

საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, რომ ადამიანებს, ვინც სამართლიან მართლმსაჯულებაზე არიან პასუხისმგებელი, სწორედ მათივე საქმიანობის გამო დაედოთ მსჯავრი. მათ შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრძალებათ.

დიდძალი ქონების მფლობელ ყოფილ და მოქმედ მოსამართლეებს, როგორც თავად ამბობენ, ეს პრობლემას არ შეუქმნის. არც ამ დიდძალი ქონების დაკარგვის ეშინიათ, თუმცა კითხვები ჩნდება როგორ შეძლეს ფეშენებელური სახლების თუ აგარაკების აშენება და ხომ არ არის ეს, ხელისუფლებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების საფასური?

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი