სამშობლოსაგან შორს და სამშობლოსთვის მებრძოლ გმირს თავგანწირვა მეგობარმა ქვეყანამ დაუფასა.
ქართველი მებრძოლი უკრაინის სახალხო გმირი გახდა. ,,ქართული ლეგიონის'' წევრ ლევან ფიფიას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უკრაინული სახალხო ჯილდო გადაეცა.
მან 10 წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც იმსახურა, თუმცა უკვე 7 წელია უკრაინაშია და ,,ქართულ ლეგიონში'' ირიცხება. სწორედ ,,ქართული ლეგიონის'' მებრძოლებმა მოიგერიეს რუსეთის შეჭრის შემდეგ ოკუპანტების პირველი იერიში უკრაინელ სპეცრაზმელებთან ერთად გოსტომელის აეროდრომზე.
ლევან ფიფია აქტიურად არის ჩართული ,,ქართული ლეგიონის'' წევრების გადამზადების პროცესშიც.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი