
ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით
რუსებმა კუპიანსკი დაბომბეს, იერიშის შედეგად დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა ერთი.
"დამპყრობლებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს სოფელ დვორიჩნას. მტრის ცეცხლის შედეგად 65 და 34 წლის ორი კაცი დაიღუპა" - წერს სინეგუბოვი