ოკუპანტები ბახმუტისთვის ბრძოლაში ყველაზე პროფესიონალურ შენაერთებს რთავენ - უკრაინის თავდაცვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის ცნობით, რომ რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლაში ყველაზე პროფესიონალურ შენაერთებს რთავენ. კერძოდ, საუბარია საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ნაწილებზე.

"ბახმუტისთვის ბრძოლებში მტერი რთავს ყველაზე პროფესიონალურ დანაყოფებს. ესენი არიან არა მხოლოდ "ვაგნერელები", არამედ სპეცდანიშნულების რაზმები და საჰაერო-სადესანტო დანაყოფები. ამავდროულად, ისინი განიცდიან მნიშვნელოვან ზარალს. ბახმუტში მტერი იყენებს მაქსიმალურ ძალისხმევას. ეს მოითხოვს ჩვენი მხრიდან შესაბამის თავდაცვით ზომებს და ოპერატიულ გადაწყვეტილებებს“, - აცხადებს ის.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასული დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები ჩაატარა ლიმანკის, ავდიევკას და მარინკას მიმართულებით.

მალიარის თქმით, სიტუაცია ამჟამად კონტროლს ექვემდებარება, უკრაინის სარდლობა მუდმივად მუშაობს საბრძოლო ზონაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი