ჯერ მოითხოვოს სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირება და მერე თქვას ნებისმიერი სხვა რამ - კობახიძე ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ვხედავთ მის ცოტა გაუგებარ განცხადებებს, რაც ძალიან მოხშირებულია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ჯობდა, ჯერ დაეწყო საუბარი სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირებაზე და მერე შეიძლება, მეტ-ნაკლებად გასაგები ყოფილიყო მისი რაღაც განცხადებები, მაგრამ ჯერ დაიწყო საუბარი ამაზე. ჯერ მოითხოვოს სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირება, მოითხოვოს სამართლიანობა და მერე თქვას ნებისმიერი სხვა რამ“

აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით, სადაც მან თქვა, რომ წუხს იმის გამო, რომ საქართველო ეწერება იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც აშშ-ის მიერ სანქცირებული მოქალაქეები ჰყავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი