ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს პარლამენტთან 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ამასთან ამერიკის საელჩომ საქართველოში 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, მერაბ კოსტავას ციტატა გამოაქვეყნა და ასევე დაწერა - "ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი".
"დღეს დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ნებისმიერი თაობის ადამიანი, ნებისმიერი თანამდებობის, ნებისმიერი მიმართულების, ფიქრობს მხოლოდ ერთზე - საქართველომ უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა! საქართველო ღირსია სრული თავისუფლების! საქართველო ღირსია იმის, რასაც მიაღწიეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა, ყველაზე დემოკრატიულმა და ჰუმანურმა ერებმა! მეგობრებო, ჩვენს ყველა მიტინგსა და დემონსტრაციაზე ამ დღის შემდეგ პირველ მოთხოვნად ვაქცევთ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის მოთხოვნას!” - მერაბ კოსტავა
ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი.",- წერს ამერიკის საელჩო.
პარლამენტთან დილიდან იმყოფებაინ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც, მათ სიმბოლურად 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ამავე თემაზე: