ორგანიზაცია "ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის" წევრები თბილისში, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის 34-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აქციას ვაშინგტონიდან ეხმაურებიან.
8 აპრილს ვაშინგტონში, თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეერთებულ შტატებში მოქმედმა ორგანიზაციამ "ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის" წევრებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს და ამ ფორმით გააკრიტიკეს საქართველოში პრორუსული ხელისუფლების არსებობა.
ორგანიზაცია პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.